ეგვიპტეში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, 8:00 საათზე გაიხსნა, სულ 14 ათასი საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს.
არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან ”მუსლიმთა საძმოს” წევრი მოჰამედ მორსი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამრ მუსა, ასევე ექს პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიკი, მემარცხენე ჰამდენ საბაჰი, აბდელმონენ აბოლ ფოტოჰი და სხვები.
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს ხმების 50%-ზე მეტის აღებას, ივნისში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ქვეყნის ამჟამინდელმა სამხედრო მმართველობამ პირობა დადო, რომ მომავალი თვის ბოლოსთვის ხელისუფლებას სამოქალაქო მთავრობას გადასცემს.
