ტაჯიკეთის სამართალდამცავებმა, დუშანბე-ალმატის ავიარეისზე, 63 კილოგრამი ნარკოტიკი - მეტამფეტამინი ამოიღეს.
ადგილობრივი აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა განცხდებით, ნარკოდილერთა ჯგუფი აღნიშნული ნარკოტიკის საზღვარზე გადატანის მცდელობის დროს დააკავეს. ნარკოტიკი კერამიკულ ნაკეთობებში იყო მოთავსებული.
როგორც ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის პრესსმსახური აღნიშნავს, შემთხვევის ადგილზე დააკავეს ორი პიროვნება, რომელთა ვინაობა გარკვეული მიზეზების გამო არ სახელდება.
ცნობილია, რომ აღნიშნული ტვირთის მფლობელი ნარკოტიკის მალაიზიაში გადატანას გეგმავდა.
ამოღებული ნარკოტიკი 5,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
