გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები მიიღო
გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები მიიღო
17:28 22.05.2012
რუსეთის ფედერციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დღეს, მოსკოვში ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
კარასინმა ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან შევედრაზე, საქართველო - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და საქართველო - დე ფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ მდგომარეობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დროს განსახილველი საკითხები შეათანხმეს. ჟენევაში შეხვედრა 7-8 ივნისს იგეგმება.
კომისიის თანათავმჯდომარეებმა ყურადღება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოლაპარაკებების აღდგენის აუცილებლობაზეც გაამახვილეს.

ბეჭდვა