ესპანეთში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
ესპანეთში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
15:56 22.05.2012
ესპანეთში, პროტესტის ნიშნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ესპანეთში შექმნილი ფინანსური კრიზისის დასაძლევად მიღებული ეკონომიკური ზომებით მთავრობაზე განაწყენებულმა მოსახლეობამ, პროტესტის ნიშნად სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა შეწყვიტა.
მთავრობის ეკონომიკური გეგმის თანახმად, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ორჯერ გაიზარდა, სკოლის მასწავლებლებს კი, დამატებით საათებში უსასყიდლოდ მოუწევთ მუშაობა.
ესპანეთის მთავრობამ არსებული ვითარება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებით ახსნა.

ბეჭდვა