ინდოეთში, სარკინიგზო მაგისტრალზე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 25-ს, ხოლო დაშავებულთა - 50-ს მიაღწია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ინდოეთის აღმოსავლეთით, ანდხრა-პრადეს შტატში, დღეს დილით მოხდა.
ავარია სარკინიზო მაგისტრალზე, პენუკონას სადგურთან მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო მატარებელი „ხამპი ექსპრესი“, სადგურში შედიოდა. იგი ამ დროს სატვირთო მატარებელს მთელი სისწრაფით შეეჯახა.
ავარიის შედეგად, ორივე მატარებელი რელსებიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მატარებლის მძღოლმა გამაფრთხილებელი სიგნალი ვერ შეამჩნია. მემანქანის და მისი დამხმარის დაკითხვა ამ დრომდე მათი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ინდოეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახები ფულად კომპენსაციას მიიღებენ.
