ბულგარეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბულგარეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
12:13 22.05.2012
ბულგარეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

აშშ-ს სეისმოლოგირი ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიდან 24 კმ-ში დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
უკანასკნელ დღეებში იტალიაში მიწისძვრის სერიების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.





ბეჭდვა