რუსეთს ახალი მთავრობა ჰყავს
რუსეთს ახალი მთავრობა ჰყავს
10:49 22.05.2012
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ უკვე დაამტკიცა.

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად რაშიდ ნურგალიევი ვლადიმერ კოლოკოლცევმა ჩაანაცვლა. საგარეო საქმეთა მინისტრი კვლავ სერგეი ლავროვია, საგანგებო სიტუაციების სამინისტოს ხელმძღვანელი სერგეი შოიგუ მისმა მოადგილემ ვლადიმირ პუჩკოვმა შეცვალა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი კვლავ ანატოლი სერდიუკოვი იქნება.

ტრანსპორტის სამინისტროს მაქსიმ სოკოლოვი უხელმძღვანელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩუვაშიის ყოფილი ლიდერი ნიკოლაი ფიოდოროვი ჩაუდგა სათვეში. შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი მაქსიმ ტოპილინი გახდა.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ვლადიმერ პუტინმა გუშინ მიიღო.

ბეჭდვა