ჩიკაგოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ალიანსის წევრებმა ავღანეთის ოპერაციის 2013 წელს შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ბარაქ ობამას სტრატეგიულ გეგმას მოაწერეს ხელი.
პარტნიორებმა ავღანეთზე შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს, სადაც ის პროცესებია ჩამოყალიბებული, რომლებიც ნატო-მ ორი წლის განმავლობაში უნდა გაიაროს.
შეთანხმების მიხედვით, მთავარი როლი ამ პროცესში ავღანეთის ჯარებს ეკისრებათ, რომლებიც სამშვიდობო მისიას გადაიბარებენ.
ჯარების გაყვანის პროცესი ეტაპობრივად მოხდება და 2014 წლამდე გაგრძელდება.
სამიტზე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთს შედარებით ადრე საფრანგეთის ჯარები დატოვებენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. გერმანია ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა.
