მოსკოვის პოლიციამ მეტროსადგურ „ბარიკადნაიასთან“ ოპოზიციის ბანაკი დაშალა და აქციის 32-მდე მონაწილე დააკავა.
„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, ე.წ. „სახალხო სეირნობის“ 32 მონაწილე გუშინ გვიან ღამით, წესრიგის დარვევის ბრალდებით დააკავეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაკავების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს და განაცხადეს, რომ წესრიგის დამრღვევი ყველა პირი დაისჯება.
საპროტესტო აქციები მოსკოვში რამდენიმე კვირაა გრძელდება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი მშვიდობიანი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მორიგი ფართომასშტაბიანი მარში 12 ივნისს იგეგმება.
