იემენში მომხადრი ტერაქტის შედეგად 50 სამხედრო დაიღუპა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მაშინ აიფეთქა, როცა ჯარისკაცები ხვალ დაგეგმილი სამხედრო აღლუმისთვის გენერალულ რეპეტიციას გადიოდნენ.
შედეგად დაღუპილია 50 და დაშავებულია 20-მდე სამხედრო მოსამსახურე.
სამართალდამცავების ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი სამხედრო ფორმაში იყო გადაცმული და ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამონტაჯებული.
შემთხვევა ქალაქ სანეში, პრეზიდენტის რეზიდენციის გვედით, დღეს გამთენიისას მოხდა.
სამხედრო აღლუმი იემენის გაერთიანების 22 წლისთავის აღსანიშნავად, 22 მაისს უნდა გამართულიყო.
იემენის ხელისუფლების განცხადებით, მსგავსი ტერორისტული ქმედებების გამო ქვეყანაში უკვე 2 ათასაზე მეტი ადამიანია დაღუპული.
