სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ყოფილი ნაციონალისტი ლიდერი, ტომისლავ ნიკოლიჩი 50, 21%-ით იმარჯვებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დათვლილია საარჩევნო ბიულეტების 75 პროცენტი, შედეგად, ტომისლავ ნიკოლიჩს ხმათა 50,21% აქვს, ხოლო მმართველი „ლიბერალური პარტიის“ ლიდერს ბორის ტადიჩს კი - 46,77% .
ბორის ტადიჩმა ტომისლავ ნიკოლიჩს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.
„ეს იყო სამართლიანი და დამსახურებული გამარჯვება, მე მას წარმატებებს ვუსურვებ და ვურჩევ, რომ არჩეული სტრატეგიული კურსი შეინარჩუნოს , რომელიც ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობს“ - განუცხადა ჟურნალისტებს ტადიჩმა.
სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა.
