თალიბების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელების მიზნით დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია და ავსტრალია თანხების გამოსაყოფად მზადყოფნას გამოთქვამენ.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრი სახელმწიფოები გეგმავენ ავღანეთის უშიშროების ძალები შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყონ, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ თალიბების წინააღმდეგ ბრძოლა 2014 წლის შემდეგ. ავღანეთს საერთაშორისო ძალები სწორედ 2014 წლიდან დატოვებენ.
