„დიდი რვიანის“ ლიდერების პოზიცია ირანთან მიმართებაში ერთიანია
„დიდი რვიანის“ ლიდერების პოზიცია ირანთან მიმართებაში ერთიანია
18:12 19.05.2012
„დიდი რვიანის სამიტის“ ლიდერების პოზიცია ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი და მტკიცეა.  ამის შესახებ განცხადება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა მიხაილ მარგელოვმა გააკეთა.
„ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით, თითოეული ლიდერის პოზიცია ერთია და მტკიცეა, არც ერთ ლიდერს არ სურს, რომ ირანი გახდეს ქვეყანა, რომლის მფლობელობაშიც ბირთვული იარაღი იქნება. პრობლემა იმაშია, თუ როგორ და რანაირად მოხდეს აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება“-აღნიშნა მარგელოვმა.
მისივე განცხადებით, დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„ირანის ბირთვული საკითხთისგან განსხვავებით, აზრთა სხვადასხვაობაა სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„სირიასი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ლიდერების პოზიცია განსხვავებულია, ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ სირიაში სტაბილურობის დასამკკვიდრებლად უმჯობესია საერთაშორისო ძალების ჩარევა არ მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია“-განაცხადა მარგელოვმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კემპ-დევიდში, დღეს „დიდი რვიანის“ სამიტი გაიხსნა.

ბეჭდვა