სირიაში ადგილობრივი სამხედრო ძალების შტაბ-ბინასთან დამონტაჟებული მოწყობილობის აფეთქება მსხვერპლით დასრულდა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით ვერ ზუსტდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ ავტომობილში გამთენიისას ამოქმედდა, რომელიც სირიის სახედრო შტაბ-ბინასთან იყო პარკირებული.
ტერაქტი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, , ქალაქ დეირ-ეზ-ზორში მოხდა.
როგორც სამართალდამცველები ვარაუდობენ დაღუპულია 10-მდე ადამიანი.
მიმდინარე კვირას, სირიაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა დაჯგუფებამ „ფრონტ ალ-ნუსრამ“ აიღო.
