გერმანიაში პოლიციამ მოძრაობა „დაიკავე ფრანკფურტი-ის“ 400- მდე მონაწილე დააკავა.
ადგილობრივი მედიიის ინფორმაციით, აქტივისტებს ევროპის ცენტრალური ბანკისკენ მიმავალი გზის ბლოკირება სურდათ, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა აქციის ასობით მონაწილე დააკავეს.
მოძრაობა „დაიკავე ფრანკფურტი“ წევრები კაპიტალიზმის თანამედროვე მოდელს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ კაპიტალიზმის მოქმედი მოდელი არასამართლიანი და მიუღებელია.
მოძრაობის წევრები, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი კორპორაციებისა და ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მხარს „სოციალურ სამართლიანობას“ უჭერენ.
