კემპ-დევიდში „დიდი რვიანის“ სამიტი გაიხსნა
კემპ-დევიდში „დიდი რვიანის“ სამიტი გაიხსნა
10:52 19.05.2012
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კემპ-დევიდში, დღეს „დიდი რვიანის“ სამიტი გაიხსნა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამიტზე ჩასულ ლიდერებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა შეხვდა, რის შემდგომაც ლიდერები ტრადიციულ სადღესასწაულო სადილზე მიიწვიეს.

სამიტის ფარგლებში, „დიდი რვიანის“ ლიდერები ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, სირიასა და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს და ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს განიხილავენ.
უკვე გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამასა და საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს - ფრანსუა ოლანდს შორის შეხვედრა.
რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, მას „დიდი რვიანის“ სამიტზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი წარმოადგენს.

ბეჭდვა