რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების მორიგი დემონსტრაცია 12 ივნისს გაიმართება.
მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორის სერგეი უდალცოვის განცხადებით, მარში მოსკოვში, 12 ივნისს „რუსეთის დღეს“ გაიმართება.
„გადავწვიტეთ კიდევ ერთი მარშის ორგანიზება, რომელიც „რუსეთის დღეს“ დავამთხვიეთ“-განაცხადა უდალცოვმა.
საპროტესტო აქცია 12 ივნისს 15:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული პირველი „მილიონიანი მარში“ მოსკოვში 6 მაისს გაიმართა.
