რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი „დიდი რვიანის“ წევრი ქვეყნების პირველ პირებთან. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“
ავრცელებს.
„მედვედევი ყველა თავის კოლეგასთან იქნება კავშირში, ის ზოგთან მეტად, ზოგთან კი ნაკლებად ფორმალურ გარემოში გამართავს შეხვედრას. სამიტის ფარგლებში პრემიერი, ასევე, შეხვდება ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამას“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ არკადი დვორკოვიჩმა.
როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გადატვირთული რეჟიმის გამო, 18-19 მაისს, კემპ-დევიდში დაგეგმილ „დიდი რვიანის“ სამიტს ვერ დაესწრება.
