იულია ტიმოშენკოს საქმის განხილვას ევროკავშირის იურისტებიც დაესწრებიან
იულია ტიმოშენკოს საქმის განხილვას ევროკავშირის იურისტებიც დაესწრებიან
16:17 16.05.2012
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს საქმის განხილვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების იურისტებიც დაესწრებიან.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უკვე მიღწეულია“- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან მარტიონ შულცემთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წარმომადგენლები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი პროცესი ღია და აბსოლუტურად ობიექტურია. ევროკავშირის პარლამენტის წარმომადგენლებთან შევათანხმეთ აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სამართლის სპეციალისტების სია, ასევე მათი პროცესში მონაწილეობის ფორმებიც“-განაცხადა აზაროვმა.

საქმე ეხება 2009 წელს ბუნებრივი აირის საკითხზე უკრაინა-რუსეთს შორის დადებულ სახელმწიფო ხელშეკრულებას, რომლის გამოც სასამართლომ ტიმოშენკოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბეჭდვა