საბერძნეთის პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი გარდამავალ მთავრობას, სავარაუდოდ, დღეს დანიშნავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
საბერძნეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კოალიციის შექმნის უშედეგო მცდელობის შემდეგ მიიღო.
„მმართველმა ძალებმა ვერ შეძლეს კრიზისის მოგვარების საერთო ინტერესების გამოვლენა, რაც ქვეყნის კრიზისული მდგომარეობისგან გათავისუფლებას და საერთაშორისო მხადაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად“ - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
იმ შემთხვევაში თუ, საბერძნეთის ხელისუფლება კრედიტს ვერ აიღებს, მათ ევროკავშირის დატოვება მოუწევთ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მეანაბრეებმა ბანკებიდან 700 მილიონი ევრო გაიტანეს.
