თეთრმა სახლმა „დიდი რვიანის” სამიტის ფორმატი შეცვალა
თეთრმა სახლმა „დიდი რვიანის” სამიტის ფორმატი შეცვალა
13:48 16.05.2012
თეთრმა სახლმა „დიდი რვიანის” სამიტის ფარგლებში რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევისა და ამერიკის პრეზიდენტის ბარაქ ობამას შეხვედრის ფორმატის შეცვლა გადაწყვიტა.  ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება.
სამიტის ფარგლებში, ობამასთან შეხვედრა ეკონომიკური თანამშრომლობისა და ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მონაწილეობით იგეგმებოდა.
„აღნიშნული შეხვედრა თეთრი სახლის მრგვალ კაბინეტში აღარ შედგება. აშშ-ს ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ უმჯობესია ამ საკითხების განხილვა უშუალოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოხდეს“ - აცხადებენ „თეთრ სახლში“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმიერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტს ბარაქ ობამას სამიტზე არ დასწრების შესახებ სატელეფონო საუბრისას 9 მაისს აცნობა.
პუტინისა და ობამას შეხვედრა ივნისში „დიდი ოცეულის“ სამიტზე უნდა მოხდეს.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, ვლადივოსტოკში დაგეგმილ აზია-წყარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს არ დაესწრება.

ბეჭდვა