უმცროსი ბუშის ფავორიტი მით რომნია
უმცროსი ბუშის ფავორიტი მით რომნია
12:44 16.05.2012
აშშ-ს ექს-პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში, მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორს, რესპუბლიკელი მით რომნის გამარჯვებას უჭერს მხარს.
„მე რომნის გამარჯვებას ვუჭერ მხარს“- განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ -უმცროსმა.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, ბუშს ძალიან გაუჭირდა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისგან ინტერვიუს აღება და იმის გაგება თუ რომელ კანდიდატს უჭერდა მხარს. აღმოჩნდა, რომ მისი გასაიდუმლოებული რჩეული რესპუბლიკელი რომნია.
მით რომნიმ კიდევ ორ შტატში - ნებრასკასა და ორეგონში გამართულ პრაიმერებში, შესაბამისად - 73% და 70 %-ით გაიმარჯვა.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გამოკითხვების შედეგად, „რესპუბლიკელთა“ კანდიდატს მხოლოდ 9-10%-ით უსწრებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართება.

ბეჭდვა