ახალ გვინეაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
ახალ გვინეაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
11:07 16.05.2012
ახალ გვინეაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი 154 კმ-ის სიღრმეში მდებარეობს. შესაბამისი სამსახურები ცუნამის საფრთხეს გამოირიცხავენ.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ არ გავრცელებულა.

ახალი გვინეა სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და იქ სტიქიური მოვლენები ხშირია. ბოლოს მომხდარი ცუნამის შედეგად ახალ გვინეაში 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


ბეჭდვა