თეირანმა ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯა
თეირანმა ბირთვული ფიზიკოსის მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით დასაჯა
11:59 15.05.2012
ირანის ხელისუფლებამ ორი წლის წინ, ბირთვული ფიზიკოსის პროფესორ მასუდ ალი მოჰამადის მკვლელობისთვის გასამართლებული  მაჯიდ ჯამალი-ფაში სიკვდილით დასაჯა. იგი ჩამოახრჩვეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

თეირანის უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამადი 2010 წლის იანვარში თავის სახლთან ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, სიკვდილით დასჯილი მამამკაცი - მაჯიდ ჯამალი-ფაში ჯაშუში იყო და ისრაელის სადაზვერვო სამსახურის „მოსადის“ სასარგებლოდ მუშაობდა.


ბეჭდვა