ნატო ადგილობრივ ხელისუფლებას ავღანეთის კიდევ ერთი რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას გადააბარებს. ამის შესახებ
ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპის პროვინცია, რომელსაც ამ დროისთვის ნატო-ს ფრანგული კონტინგენტი აკონტროლებს, მთლიანად ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელში გადადის.
მათივე ინფორმაციით, კაპის პროვინცია ავღანეთის რიგირთ მესამე რეგიონი იქნება, რომლის უსაფრთხოებაზე ზრუნვასაც ნატო ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცემს. პროცესის დასრულების შემდეგ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ უკვე ქვეყნის ტერიტორიის 75% იქნება.
ავღანეთიდან ნატო-ს სამშვიდობო მისიების სრულად გამოყვანა რამდენიმე წელიწადში მოხდება. პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.
