მოსკოვში აქცია - „საკონტროლო გასეირნება“ მიმდინარეობს
მოსკოვში აქცია - „საკონტროლო გასეირნება“ მიმდინარეობს
14:08 13.05.2012
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ექსპერიმენტული აქცია - „საკონტროლო გასეირნება“ იმართება.
რუსული მედიის ცნობით, პუშკინის მოედანზე  შეკრებილი ჟურნალისტები და მწერლები მსვლელობას ჩისტოპრუდნის ბულვარისკენ მოაწყობენ.
აქციის ჩატარების იდეა მწერალ ბორის აკუნინს (გრიგორი ჩხარტიშვილი) ეკუთვნის, რომელიც მოსკოვში მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა.
მისი თქმით, ექსპერიმენტის მიზანია დადგნდეს შაუძლაით თუ არა მოსკოველებს თავისუფლად ისეირნონ ქალაქში, თუ ამისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის სამმართველოს ცნობით, ამ დროისთვის აქციაზე შეკრებილთა რაოდენობა 1 000-მდეა, ხოლო ადგილზე მყოფები ირწმუნებიან, რომ მოედანზე 10 000 მოქალაქე შეგროვდა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, მოსეირნეები როგორც ფეხით მოსიარულეთა, ასევე ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებენ.

ბეჭდვა