ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი უკვე ნაპოვნია
ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი უკვე ნაპოვნია
13:16 13.05.2012
ინდონეზიის სპეცსამსახურის თანამშრომლებმა და ალპინისტთა ჯგუფმა ინდონეზიაში ჩოვარდნილი რუსული Sukhoi SuperJet-100-ის ტიპის  თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „Associated Press“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შავი ყუთი სამძებრო ჯგუფის წევრებმა ავიაკატასტროფის ადგილის მახლობლად, მძინარე ვულკანის ფერდობზე აღმოაჩინეს. სპეციალისტები შეეცდებიან შავი ყუთის ჩანაწერების მიხედვით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები დაადგინონ.
რუსული Sukhoi SuperJet-100-ის ტიპის თვითმფრინავი ინდონეზიაში, დედაქალაქ ჯაკარტადან 80 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით 9 მაისს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რუსეთის, ამერიკის, იტალიის, საფრანგეთის და ინდონეზიის მოქალაქეები.
„Sukhoi SuperJet-100 რადარის ეკრანიდან ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა. მაშველთა ვარაუდით, თვითმფრინავი მთას შეეჯახა.

ბეჭდვა