ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 40 მოქალაქე დაიღუპა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 40 მოქალაქე დაიღუპა
12:45 13.05.2012
ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე განსუს პროვინციაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 მოქალაქე დაკარგულად ითვლება. რეგიონში შეწყვეტილია ტელეკომუნიკაცია და ელექტროენერგიით მომარაგება.
სამაშველო სამსახურებმა სტიქიის ზონიდან დაახლოებით 30 000 მაცხოვრებლის ევაკუაცია შეძლეს.
ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ბრიგადები მუშაობენ, რომლებიც მოსახლეობას ტანსაცმელსა და სხვა საჭირო ნივთებს ურიგებენ.

ბეჭდვა