ტიმოშენკო უკრაინის ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ტიმოშენკო უკრაინის ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს
15:48 12.05.2012
საპატიმროში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო, ქვეყნის „კრიმინალი ოკუპანტი“ ხელისუფლებისგან გასათავისუფლებად ოპოზიციური ძალების გაერთიანების საჭიროებაზე საუბრობს.
„ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი კრიმინალი ხელისუფლებისგან გასათავისუფლებლად ყველა უნდა გავერთიანდეთ. წარსულს უნდა ჩავაბაროთ ჩვენი წყენა და ქვეყნის გადარჩენაზე ერთიანი ძალით ვიბრძოლოთ. თუ ჩვენ ამას ერთად არ გავაკეთებთ ეს კრიმინალი ხელისუფლება უფრო გაძლიერდება და გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დაცინვას“-ნათქვამია განცხადებაში.
ტიმოშენკო ასევე მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებს, არ აყვნენ თავიანთ პირად სურვილებს და აქცენტი ხალხს კეთილდღეობაზე გააკეთონ.
„ჩვენ შეგვიძლია უკრაინის მოსახლეობას დაკარგული ღირსებები დავუბრუნოთ, მთავარია ხალხის ინტერესები საკუთარზე მაღლა დავაყენოთ“-წერს ტიმოშენკო.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებაში მყოფი კრიმინალების დამარცხება, არამარტო პოლიტიკოსების საქმეა, არამედ, იმათიც ვისაც უკრაინა უყვარს და მასზე გული შესტკივა.

ბეჭდვა