მოსკოვში 6 მაისს გამართულ „მილიონიანი მარშის“ მსვლელობისას დაკავებული საქართველოს მოქალაქეს დეპორტაციას უპირებენ.
„газета ру-ს“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სანქტ-პეტერბურგიდან 6 მაისის დაგეგმილ „მილიონიანი მარშის“ მსვლელობაში მონაწილე პროტესტანტები გადაჰყავდა, სამართალდამცველებმა აქციის მსვლელობის დროს დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებული ქართველი მძღოლის დეპორტაციის საქმეს რუსეთში უკვე განიხილავენ.
დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.
რუსეთში ოპოზიციური ძალების მიერ დაგეგმილი „მილიონიანი მარში“
6 მაისს გაიმართა.
