სირიაში განხორციელებულ ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში განხორციელებულ ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
13:27 12.05.2012
სირიაში, ქალაქ ალეპოში მმართველი პარტიის ოფისთან განხორციელებულ ტერაქტს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა.
ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მმართველი პარტიის - „ბაას-ის “ ოფისთან ტერაქტი გვიან ღამით მოხდა, რის შედეგად დაცვის ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავებულია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, სირიაში ტერაქტების სერია უკვე პიკს აღწევს.
ტერაქტების სერიების შედეგად სირიაში ასობით ადამიანია გარდაცვლილი.

ბეჭდვა