ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ჯაკარტაში ჩამოასვენებენ
ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს ჯაკარტაში ჩამოასვენებენ
12:00 12.05.2012
ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რუსული Sukhoi SuperJet-100-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ცხედრების გადმოსვენება ჯაკარტაში დღეს მოხდება.  ამის შესახებ ინფორმაციას „рия новости“ ავრცელებს.
ინდონეზიაში თვითმფრინავმა Sukhoi SuperJet-100 მთასთან შეჯახების შედეგად, ავიაკატასტროფა 9 მაისს განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის რუსეთის, ამერიკის, იტალიის, საფრანგეთის და ინდონეზიის მოქალაქეები.

„Sukhoi Superjet 100“ ახალი თაობის თვითმფრინავია. მისი პირველი გაფრენა 2008 წელს განხორციელდა.

ბეჭდვა