რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დემონსტრანტებს ახალ სანქციებს უწესებს
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დემონსტრანტებს ახალ სანქციებს უწესებს
14:34 11.05.2012
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო „დემონსტრაციების ჩატარების შესახებ კანონის“ გამკაცრებას გეგმავს - იუწყება „ლენტა რუ“.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვის ინიციატივით ფრაქცია „სპრავედლივაია რასიას“ წევრი იგორ ზოტოვი გამოვიდა. ინიციატივას მხარი ფრაქციის სხვა წევრებმაც დაუჭირეს.
ინიციატივა ახალი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს და მის განხილვას სათათბირო დღეს გეგმავს.
ახალი კანონის თანახმად, კანონდამრღვევ პირებს, რომლებიც შემჩნეული იქნებიან არასანქცირებული აქციის მოწყობის მცდელობაში, 1 მილიონ რუბლიანი ჯარიმის გადახდა ან 200 საათიანი საჯარო სავალდებულო სამუშაოების შესრულება მოუწევთ.
მოცემულ მომენტში მსგავს ქმედებეში შემჩნეულ მოქალაქეებს რუსეთის პოლიცია 2 000 ათასი რუბლით აჯარიმებს.


ბეჭდვა