ინდონეზიაში სამაშველო ბრიგადებმა ავიაკატასტროფის 14 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს
ინდონეზიაში სამაშველო ბრიგადებმა ავიაკატასტროფის 14 მსხვერპლის ცხედარი იპოვეს
12:32 11.05.2012
ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რუსული Sukhoi SuperJet-100 -ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე, ბორტზე მყოფი 15 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

ინდონეზიაში თვითმფრინავმა Sukhoi SuperJet-100 მთასთან შეჯახების შედეგად, ავიაკატასტროფა 9 მაისს განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის რუსეთის, ამერიკის, იტალიის, საფრანგეთის და ინდონეზიის მოქალაქეები.

Sukhoi SuperJet-100 რადარის ეკრანიდან რამდენიმე დღის წინ ჯაკარტაში მესამე საჩვენებელი ფრენის დროს გაქრა. ფრენა ნახევარი საათი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა 3 ათასიდან 2 ათას მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა, საჰაერო ხომალდი რადარის არედან გაქრა.

მაშველთა ვარაუდით, თვითმფრინავი მთასთან შეჯახების შემდეგ ხევში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.


ბეჭდვა