სამართალდამცავებმა სოჭში მოსალოდნელი ტერაქტი აღკვეთეს
სამართალდამცავებმა სოჭში მოსალოდნელი ტერაქტი აღკვეთეს
17:29 10.05.2012
დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად სოჭში ტერაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვესტი“ ავრცელებს.

დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა აფხაზეთის ტეროტორიაზე ათი სამალავი აღმოაჩინა, რომლებშიც დიდი რაოდენობით იარაღი ინახებოდა. კერძოდ, გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი ჭურვები, ნაღმტყორცნები, ნაღმები და სხვადასხვაგვარი ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ტერორიზმის ბრალდებით, აფხაზეთის სამი მკვიდრიც დააკავეს. რუსული სპეცსამსახურებს ცნობით, დაკავებულები „კავკასიის იმარატის“ დაჯგუფების „აფხაზური ჯამაათის“ წევრები არიან.

გამოძიების ვერსიით, ტერორისტები 2012-2014 წლებში სოჭის რაიონში შეიარაღების გადატანას და ოლიმპიური თამაშების დროს ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.

ბეჭდვა