ავღანეთში სამთავრობო შენობაზე თავდასხმა მოხდა
ავღანეთში სამთავრობო შენობაზე თავდასხმა მოხდა
13:13 10.05.2012
ავღანეთში სამთავრობო კომპლექსს თავს შეიარაღებული ბოევიკების ჯგუფი დაესხა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმა შენობაზე ადრე დილით, ავღანეთის აღმოსავლეთით, პაკტიას პროვინციაში მოხდა. შედეგად სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა, 10-მდე კი - მძიმედ დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 პოლიციელი და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.






ბეჭდვა