სირიაში ტერაქტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სირიაში ტერაქტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
11:46 10.05.2012
სირიაში დღეს მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯეობით უცნობია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქ კაზას ერთ-ერთ რაიონში, სირიის დაზვერვის სამსახურის შტაბბინასთან 7:50 საათიდან გაისმა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად ათობით მანქანა დაიწვა. უკვე აღმოჩენილია რამდენიმე გვამი.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადებია მობილიზებული.



ბეჭდვა