ნორვეგიაში დღეს ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი განახლდება
ნორვეგიაში დღეს ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესი განახლდება
13:26 09.05.2012
ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე ტერაქტის დროს 77 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.

ნორვეგიის ნომერ პირველი ტერორისტი დღეს მოსამართლესთან ერთად, კუნძულ უტოიაზე გადარჩენილი სტუდენტების ჩვენებას მოისმენს.

ბრეივიკის სასამართლო პროცესი კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სად მოუწევს ტერორისტს შემდგომი 21 წლის გატარება - სასჯელაღსრულების დაწესებულებასა თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში.

ხვალ კი, სასამართლოზე საქართველოს მოქალაქის თამთა ლიპარტელიანის საქმეს განიხილავენ, რომელიც 77 მოკლულს შორის იყო.

ტერორისტმა პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მის მიერ ჩადენილი ქმედება არაერთხელ აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისივე განცხადებით, შესაძლებლობის შემთხვევაში, ის ტერაქტებს გაიმეორებდა და უფრო მეტი ადამიანის მოკვლას შეეცდებოდა.

ბრეივიკმა კუნძულ უტოიაზე ორი ტერაქტი 2011 წლის 22 ივლისს განახორციელა.

ბეჭდვა