ამერიკა მოსკოვში „მილიონიანი მარშის“ მონაწილეთა დარბევისა და დაკავების ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, რუსეთის ახალი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დემოკრატიის კურსს გააგრძელებს, პატივს სცემს და დაიცავს საკუთარი ხალხის უფლებებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა ბრიფინგზე ყურადღება სამი დღის განმავლობაში მოსკოვის ქუჩებში განხორციელებულ დაკავების ასობით ფაქტზე გაამახვილა და მათ შემაშფოთებელი უწოდა.
„ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის და დაკავებების შესახებ შემაშფოთებელია“ - განაცხადა ტონერმა.
ვაშინგტონმა რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერთა გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
