ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საფრანგეთის უკვე ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ლიბიის გარდაცვლილი მმართველის მუამარ კადაფის ფინანსურ კავშირზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
ამის შესახებ ლუკაშენკომ დღეს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სარკოზის საპრეზიდენტო კამპანია 2007 წელს მუამარ კადაფიმ 100 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლუკაშენკოს აღნიშნული ინფორმაცია თავად მუამარ კადაფიმ მინსკში სტუმრობისას გაუმხილა.
კადაფის მიერ საფრანგეთის უკვე ყოფილი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გასული წლის ზაფხულში, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიბიაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ამ დროს კადაფის შვილმა სეიფ-ალ-ისლამმა საფრანგეთის ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიაში გადახდილი თანხის დაბრუნება მოსთხოვა.
თავად ნიკოლა სარკოზი ლიბიის პრეზიდენტთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
