ლიტვის პრეზიდენტი ტიმოშენკოს მონახულებას გეგმავს
ლიტვის პრეზიდენტი ტიმოშენკოს მონახულებას გეგმავს
18:12 08.05.2012
ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე 11 მაისს უკრაინაში ჩავა.
მედიის ინფორმაციით, ლიტვის პრეზიდენტი იალტაში ჩაშლილი სამიტის მიუხედავად, ქვეყანაში ჩასვლას და ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პირადი მრჩეველი დაივა ულბინაიტე ავრცელებს.
„პრეზიდენტი იალტაში შეხვედრაზე ჩავა, რომელიც უფრო ვიწრო ფორმატში ჩატარდება და არა 17 სახელმწიფოს პრეზიდენტთან, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი“-განაცხადა ულბინაიტემ.
12-13 მაისს იალტაში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის გადადების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ბეჭდვა