ლატვიაში რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება, - ამის შესახებ ,,ლენტა.ლატვიი"" იუწყება.
მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, მიენიჭება თუ არა ლატვიაში რუსულ ენას მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი. დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად სჭიროა, კენჭისყრაში მონაწილეთა ნახევარმა ხმა მისცეს რუსულისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას.
ლატვიის მცხოვრებთა 40 პროცენტისთვის რუსული ენა მშობლიურია. თუმცა, რუსულენოვანი მოსახლეობის უმეტესობას ლატვიის მოქალაქის სტატუსი არ აქვს და, შესაბამისად, მათ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ხმის მიცემა არ შეუძლიათ.
საარჩევნო ოლქები ადგილობრივი დროით 07.00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება აქვს ლატვიის ნებისმიერ მოქალაქეს, 18 წლის ასაკიდან. ქვეყანაში სულ 950 საარჩევნო უბანია გახსნილი.
