რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერებს
და საქართველოს მოსახლეობას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 67-ე წლისთავი მიულოცა.
„რამდენი დროც უნდა გავიდეს მეორე მსოფლიო ომიდან 9 მაისი იყო და დარჩება საქართველოსა და რუსეთის ხალხისთვის საერთო სიამაყისა და ხსოვნის დღედ. თავისუფლების მოსაპოვებლად ფაშიზმს ერთად თავდადებით ებრძოდნენ ჩვენი მამები და პაპები. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ისტორიას“ - ნათქვამია საქართველოს ხალხისადმი გავრცელებულ წერილობით მილოცვაში.
რუსეთის პრეზიდენტი წერილში საქართველოს პარალელურად, ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს დე ფაქტო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც და დე ფაქტო რეგიონებთან ურთიერთობის გაგრძელების იმედს გამოთქვამს.
როგორც ცნობილია, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დიალოგი არ სურს.
