აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარე აზერბაიჯანის სოფელ ალიაბადში მიწისძვრის შედეგად სკოლა და სახლი ჩამოინგრა.
როგორც „ნიუსპრესს“ აზერბაიჯანის სოფელ ალიბეგლოს მკვიდრმა მახო ჯავახიშვილმა განუცხადა, ნგრევის შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რიცხვი დაუზუსტებელია, ასევე უცნობია, რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა. თუმცა, ცნობილია ის, რომ ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ყარაღაჯთან 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 08:40 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში იყო. საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრა ყველაზე ძლიერად დედოფლისწყაროს რაიონში სოფელ ყარაღაჯთან იგრძნობოდა. მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო დედაქალაქშიც.
