რუსეთის ახალი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხალხს დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებას დაჰპირდა.
,,ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად მივიჩნევ, ვემსახურო ჩემს
სამშობლოს, ხალხს და ვიზრუნო მათზე. ჩვენ წინ გვაქვს გრძელი და რთული გზა“ - განაცხადა პუტინმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დღევანდელ რუსეთს წინსვლისთვის ყველანაირი რესურსი აქვს.
„გვსურს და ვიცხოვრებთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისუფლება. გვსურს და ვიცხოვრებთ წარმატებულ და დემოკრატიულ რუსეთში“- განაცხადა რუსეთის მესამე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოსკოვში დღეს გაიმართა. ცერემონიას 3000-მდე მიწვეული სტუმარი და მთავრობა სრული შემადგენლობით დაესწრო.
