დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ახალი თანამდებობა მიულოცა
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს ახალი თანამდებობა მიულოცა
16:44 07.05.2012
დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თანამდებობის ოფიციალურად დაკავება მიულოცა.
„აფხაზეთის ხალხის სახელით გილოცავთ ამ დღეს. ვაფასებთ თქვენს დახმარებას ჩვენი განვითარების კუთხით და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებლი სახელმწიფოს ჩამოყალიბების სურვილს“ - ნათქვამია მისალოც წერილში.
ანქვაბი იმედს გამოთქვამს, რომ ორმხრივი - აფხაზურ-რუსული მეგობრული ურთიერთობის განვითარების დინამიკა შენარჩუნდება.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს, წარმატებები და სახელმწიფო მოვალეობების მაღალ დონეზე შესრულება უსურვა.

ბეჭდვა