პუტინმა პრემიერის პოსტზე მედვედევის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
პუტინმა პრემიერის პოსტზე მედვედევის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა
15:51 07.05.2012
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალურად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვედა პალატის სპიკერმა სერგეი ნარიშკინმა გაავრცელა.
„ვლადიმერ პუტინმა შემოდგომაზე განაცხადა, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებდა, პრემიერის პოსტს აუცილებლად დიმიტრი მედვედევს გადააბარებდა“-განაცხადა ნარიშკინმა.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მოკოვში დღეს გაიმართა. ცერემონიას 3000-მდე მიწვეული სტუმარი და მთავრობის წევრები სრული შემადგენლობით დაესწრნენ.

ბეჭდვა