საფრანგეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება
საფრანგეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება
15:04 07.05.2012
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სოციალისტი კანდიდატის ფრანსუა ოლანდის ინაუგურაცია 15 მაისს გაიმართება.

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე სარკოზისა და ილანდის წარმომადგენლების მონაწილეობით გუშინ დაიგეგმა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი ფრანსუა ოლანდმა მაცირედი სხვაობით დაამარცხა და ხმათა 52,13%-ით პრეზიდენტი გახდა.

ბეჭდვა