მოსკოვში რუსეთის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია მიმდინარეობს.
პუტინმა 33 სიტყვიანი ოფიციალური ტექსტი უკვე წარმოთქვა და ფიცი დადო.
„ვფიცავ, ჩემი პრეზიდენტობის მანძილზე დავიცავ და გავუფრთხილდები ადამიანის უფლებებს და თავისუფლებას. დავაკვირდები და დავიცავ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას. დავიცავ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და ერთიანობას. ერთგულად ვემსახურები ჩემს ხალხს“- ასეთია ფიცის ტექსტი.
ცერემონიას 3000-მდე მიწვეული სტუმარი და მთავრობის წევრები სრული შემადგენლობით ესწრებიან.
ინაუგურაციას 6 ტელეარხი პირდაპირ ეთერში აშუქებს.
