საბერძნეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა.
საბერძნეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტი 19% კონსერვატორულმა პარტიამ მიიღო, 13%-მა მხარი „სოციალისტურ მოძრაობას“ დაუჭირა, ხოლო 17%-მა ხმა „რადიკალურ მემარცხენე ძალთა კოალიციას“ მისცა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს დღეს გამოაცხადებს. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 95%.
საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა.
